Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების და დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია


გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით გარდაცვლილი 22 პაციენტიდან 11 თბილისში გარდაიცვალა, 6 იმერეთში, 4 აჭარაში და 1 ქვემო ქართლში.

კორონავირუსით ინფიცირების 2970 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში - 1130;
  • აჭარაში - 653;
  • იმერეთში - 463;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში - 202;
  • შიდა ქართლში - 105;
  • კახეთში - 94;
  • მცხეთა-მთიანეთში - 93;
  • ქვემო ქართლში - 90;
  • გურიაში - 67;
  • სამცხე-ჯავახეთში - 49;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 24.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ 10 ნოემბერს, დილით გავრცელებული მონაცემებით, ამ ეტაპზე 15 713 აქტიური შემთხვევაა. საავადმყოფოებში მკურნალობენ 4 709 პაციენტს. მათგან 656-ის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 265.

კოვიდსასტუმროებში იმყოფება 3066 პირი, ბინაზე მკურნალობს 7938 და საკარანტინო სივრცეშია 2765.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 63 650 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 47 390.

აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 521 ადამიანი.

XS
SM
MD
LG