Accessibility links

გიორგი გახარია ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ელაპარაკა


გიორგი გახარია, ნიკოლ ფაშინიანი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო არსებული ვითარება, აღნიშნეს ცეცხლის შეწყვეტის სრულმასშტაბიანი შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობა და იმედი გამოხატეს მისი იმპლემენტაციის პროცესში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებაზე. პრემიერ-მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობა რეგიონის ქვეყნების სტაბილურობისა და განვითარებისთვის.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა არაერთ რაიონზე. სულ ბოლოს, 9 ნოემბერს ქალაქ შუშაზე.

გახარია ტელეფონით, ასევე, ელაპარაკა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა არაერთ რაიონზე. სულ ბოლოს, 9 ნოემბერს ქალაქ შუშაზე.

9 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც რუსეთი მთიან ყარაბაღში განათავსებს სამშვიდობო კონტინგენტს და გააგზავნის 1969 სამხედროს, 90 ჯავშანმანქანას და 380 ერთეულ საავტომობილო და სპეცტექტიკას. ოპოზიცია ფაშინიანს კაპიტულაციაში ადანაშაულებს და მის გადადგომას ითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG