Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთმა 11 ნოემბრიდან ნაწილობრივი „ლოკდაუნი“ გამოაცხადა


უნგრეთმა 11 ნოემბრიდან ნაწილობრივი „ლოკდაუნი“ გამოაცხადა. კორონავირუსის ეპიდემიის მკვეთრმა მატებამ მემარჯვენე პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აიძულა, უკან დაეხია თავისი ძველი პოლიტიკიდან. აქამდე ის უარს ამბობდა მკაცრ საკარანტინო ზომებზე, რათა პრობლემები არ შექმნოდა ეკონომიკას.

10 ნოემბერს უნგრეთში COVID-19-ით გარდაცვალების 103 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა - 107 - იყო 7 ნოემბერს.

ახალი ზომები მოიცავს კომენდანტის საათს 19-დან 4 საათამდე, საზოგადოებრივი შეკრებების აკრძალვას, საშუალო სკოლების დახურვას.

„ლოკდაუნის“ გამო ბუდაპეშტის თეატრისა და კინოხელოვნების უნივერსიტეტის (SZFE) სტუდენტებმა და ფაკულტეტმა გადაწყვიტეს, დაასრულონ უნივერსიტეტის შენობის დაკავება. საპროტესტო აქცია 71 დღე მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ორბანის გადაწყვეტილებას სასწავლებლის ავტონომიის გაუქმების თაობაზე.

სტუდენტთა წარმომადგენლის თქმით, აქცია შენობის გარეთ გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG