Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლსკი: მამლის ყივილამდე სამჯერ მოასწრეს სერიოზული გალაშქრება გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ


პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებასა და მასზე ოპოზიციის ლიდერების რეაქციას.

„მამლის ყივილამდე სამჯერ მოასწრეს ჩატკეპნა და სერიოზული გალაშქრება გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ, შემდეგ მის მაგივრადაც კი გამოაქვეყნეს ახსნა-განმარტებითი ბარათი, სააკაშვილმაც კი", - ამბობს ვოლსკი.

პარლამენტის წევრი ამბობს, რომ არიან პარტიები, რომლებიც ისევე ფიქრობენ, როგორც გრიგოლ ვაშაძე.

„რეალურად შიგნით რა დაძაბულობა და დაპირისპირებაა ამაზე ვერავინ ვერაფერს იტყვის. მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით მხოლოდ გრიგოლ ვაშაძეს არ აქვს. არის პარტიები და იმედია, საზოგადოების გარკვეული ნაწილიც, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ოპონენტებს და რომლებიც სწორედ ასე ფიქრობენ, თუმცა საბოლოოდ როგორ ინტერპრეტაციას მიიღებს გრიგოლ ვაშაძის ნათქვამი და როგორი პროდუქტი დაიდება ამასთან დაკავშირებით მთლიანად “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, მე ნამდვილად არ ვიცი”, - თქვა გია ვოლსკიმ.

გრიგოლ ვაშაძემ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ის პოლიტიკურ პარტიებს მიმართავდა, პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაიტანონ და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩაანაცვლონ.

მოგვიანებით ვაშაძემ განმარტება გამოაქვეყნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG