Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შესახებ არ მაქვს


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავრუსით რეინფიცირების შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნება:

„რეინფიცირების შემთხვევა, მოგეხსენებათ, სულ თითზე ჩამოსათვლელია მსოფლიოში და დადასტურებას, რომ ნამდვილად რეინფიცირებასთან გვაქვს საქმე, საკმაოდ სერიოზული კვლევა სჭირედება. მათ შორის, გენეტიკური კვლევებიც და ასეთი ჩვენთან არ ჩატარებულა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ეს ინფორმაცია ონლაინბრიფინგზე დაადასტურა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემაც. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა აღწერილი არ არის და ვინაიდან იგი სამეცნიერო თვალსაზრისითაც საინტერესოა, არსებობის შემთხვევაში მას საგანგებოდ დააკვირდებიან.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 37 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 636-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3473 შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით, 353-ით მეტი ახალი შემთხვევაა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 73 154 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 342-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 55 511.

XS
SM
MD
LG