Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ამკაცრებენ კორონავირუსთან დაკავშირებულ აკრძალვებს


ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ შაბათს განაცხადა, რომ 21 ნოემბრიდან ქვეყანაში გამკაცრდება კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვები. ამჟამად ირანში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებაში მკვეთრი ზრდა შეინიშნება. ზომებს შემოიღებენ დედაქალაქ თეირანსა და 100-მდე სხვა ქალაქში.

არასასიცოცხლო მნიშვნელობის ბიზნესები და მომსახურება დაიხურება, მანქანებს აეკრძალებათ ქალაქში შესვლა ან მისი დატოვება, განაცხადა ტელევიზიით გამოსვლაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალირეზა რაისიმ.

ირანი აქამდე მკაცრი საკარანტინო ზომების შემოღებისგან თავს იკავებდა, რათა კიდევ უფრო არ დაეზარალებინა ეკონომიკა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო.

ოფიციალური მონაცემებით, ირანში COVID-19-ს ემსხვერპლა 41000-ზე მეტი ადამიანი, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი კი 750 ათასს უახლოვდება. როგორც ვარაუდობენ, რეალური რიცხვები ბევრად უფრო მაღალია.

XS
SM
MD
LG