15 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ერთმანეთს უპირისპირდებიან „მოქმედებისა და სამართლიანობის პარტიის“ კანდიდატი მაია სანდუ და დამოუკიდებელი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი. მას სოციალისტური პარტია უჭერს მხარს. პირველ ტურში სანდუმ გაიმარჯვა, მაგრამ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი.
არჩევნების პირველი ტური 1 ნოემბერს გაიმართა და მასში ამომრჩეველთა 42,76%-მა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე ნაკლები დაინტერესება გამოავლინა ახალგაზრდობამ: კენჭისყრაში მონაწილეობდა 25 წლის ასაკამდე ამომრჩეველთა 8%.
ქვეყნის ტერიტორიაზე გახსნილია ორი ათასზე მეტი საარჩევნო უბანი. უცხოეთში - დაახლოებით 150.