Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი რუსეთში იმყოფება


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთში იმყოფება. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტისას ბიბილოვს მოსკოვში აქვს დაგეგმილი რუს ჩინოვნიკებთან შეხვედრები, რომელზეც განიხილება სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის და კორონავირუსთან ბრძოლაში ურთიერთქმედების საკითხები.

კონკრეტულად ვის შეხვდება ბიბილოვი, მითითებული არ არის.

გასულ კვირაში რუსეთში იმყოფებოდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რომელიც სოჭში მიიღო პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

XS
SM
MD
LG