Accessibility links

logo-print logo-print

ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა


ვაჟა მარგველაშვილი

პრაღაში ძიუდოში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი დაიწყო და სამდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა. კვარცხლბეკზე ქართული გვარის მქონე ძიუდოისტებიც ავიდნენ, ოღონდ არა საქართველოს სახელით. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძემ და იაგო აბულაძემ ოქრო-ვერცხლი რუსეთის ნაკრებს მოუპოვეს.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან მიზანთან ყველაზე ახლოს ვაჟა მარგველაშვილი მივიდა - 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 27 წლის ქართველმა ძირითად ბადეში მოპოვებული სამი გამარჯვების შემდეგ ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო და, საბოლოოდ, მეხუთე ადგილს დასჯერდა. „ბრინჯაოს ფინალში“ მარგველაშვილმა მოლდოველ დენის ვიერუს ვერ აჯობა.

დღესვე საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ჩაებნენ ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), მაგრამ ფინალურ ბლოკში ჭიდაობის უფლება ვერც ერთმა ვერ მოიპოვა.

20 ნოემბერს საქართველოს ნაკრების წევრთაგან ტატამზე გავლენ ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე (ორივე 81 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG