Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: მაქვს დიდი იმედი, რომ იქნება ეფექტური, საქმიანი და მრავალპარტიული პარლამენტი


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბანზე თქვა, რომ ხმა მეათე მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებას მისცა. მედიასთან მან გამოთქვა იმედი, რომ ეს პარლამენტი ეფექტური, საქმიანი და მრავალპარტიული იქნება. მისი თქმით, ეს არის ის, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა და რასაც ყველამ უნდა სცეს პატივი. პრეზიდენტის თანახმად, მომავალი მეათე მოწვევის პარლამენტი მნიშვნელოვანი იქნება და მისი საქმიანობა ძალიან მალე დაიწყება:

„რადგანც ჩვენ უნდა მივიღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც ამ ზამთარს, გამომდინარე პანდემიის კრიზისიდან და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. და მე ძნელად წარმომიდგენია, რომ ეს ბიუჯეტი იყოს ისე მიღებული, რომ ყველა არ მონაწილეობდეს და რომ ჩვენ არ ვეცადოთ, ეს იყოს ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილება, რომ დავძლიოთ ეს კრიზისი. ამას ვუსურვებ მე საქართველოს, ვუსურვებ ყველას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან თავისი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დააფიქსირა.

დღეს საქართველოს 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ისინი მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბებულია. პარლამენტში შესვლაზე ისინი უარს ამბობენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ცესკოს ახალი შემადგენლობის მიერ.

XS
SM
MD
LG