Accessibility links

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ფარულად აქტიურად მუშაობს ამომრჩევლის მობილიზებაზე


პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ოპოზიცია, ბოიკოტის მიუხედავად, ფარულად და აქტიურად მუშაობს ამომრჩევლის მობილიზებაზე.

„კორპუს-კორპუს დადიან ოპოზიციონერი კანდიდატების აქტივისტები და ისინი მოუწოდებენ ამომრჩეველს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ“, - განაცხადა კობახიძემ პრესკონფერენციაზე. მისივე მტკიცებით, ოპოზიციის მიზანია, რომ რაც შეიძლება მაღალი პროცენტი აიღონ.

დღეს საქართველოს 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ისინი მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბებულია.

ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები პერიოდულად აცხადებდნენ, თითქოს ოპოზიცია მეორე ტურებისთვის ემზადებოდა, რასაც ოპოზიციაში უარყოფენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG