აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სულ უფრო მეტად სასოწარკვეთილმა და სარისკო მცდელობამ, შეცვალოს არჩევნების შედეგები, 20 ნოემბერს კიდევ ორი დარტყმა მიიღო, რადგან ჯორჯიის შტატმა დაადასტურა ჯო ბაიდენის გამარჯვება, მიჩიგანის შტატის რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა კი თეთრ სახლში გამართული შეხვედრა დატოვეს ამომრჩეველთა ნების საწინააღმდეგოდ წასვლის მზაობის გარეშე.
სასამართლოში წაგებათა ციკლის წინაშე დგომის და მასშტაბური გაყალბების შესახებ მტკიცებულებების წარდგენის შეუძლებლობის გამო, აშშ-ში ბევრი ანალიტიკოსი და პოლიტიკოსი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს ამომრჩეველთა კოლეგიის პროცესისთვის "ძირის გამოთხრის" მცდელობით.
იმის ერთ-ერთი ნიშანი, რომ პრეზიდენტის მცდელობა ნაყოფს არ გამოიღებს, იყო მიჩიგანის შტატის რესპუბლიკელი ლიდერების, მათ შორის, სენატში უმრავლესობის ლიდერის და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის დაბარება თეთრ სახლში, სავარაუდოდ, მათი დარწმუნების მიზნით, შეეცვალათ ბაიდენის გამარჯვება ამ მნიშვნელოვან შტატში. შეხვედრის შედეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, მიჩიგანის სენატის უმრავლესობის ლიდერი, მაიკ შირკი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ლი ჩეტფილდი ამბობენ, რომ მათ ჯერჯერობით არ შეეხოთ ტრამპის ნაბიჯები.
პრეზიდენტის მცდელობა, გავრცელებული ვარაუდით, ვერ შეცვლის 3 ნოემბრის არჩევნების შედეგს, რომლითაც დემოკრატმა ჯო ბაიდენმა გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმაზე მეტი მოიპოვა ამომრჩეველთა კოლეგიაში.
პარალელურად, ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანმა, რესპუბლიკელმა ბრედ რაფენსპერგერმა ოფიციალურად დაადასტურა ამ შტატში ბაიდენის გამარჯვება, მას შემდეგ, რაც ბიულეტენთა ხელით გადათვლამ და აუდიტმა დაადასტურა, რომ ბაიდენმა იქ მცირე უპირატესობით მოუგო ტრამპს.