Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ოცეული გამოდის ვაქცინების მხარდაჭერის პირობით, ევროპის ლიდერები აცხადებენ, რომ ვაქცინების საყოველთაო ხელმისაწვდომობა პრობლემური იქნება


G20

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების მქონე სახელმწიფოებმა 22 ნოემბერს პირობა დადეს, რომ "ძალისხმევას არ დაიშურებენ" COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სამართლიანი გავრცელებისთვის და მათი "ყველა ხალხისთვის" ხელმისაწვდომობისთვის. დიდი ოცეულის (G20) წევრი ქვეყნები ასევე აცხადებენ, რომ მხარდაჭერას აღმოუჩენენ სუსტ პოზიციებზე მყოფ ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკებსაც პანდემიამ მძლავრი დარტყმა მიაყენა.

თუმცა, G20-ის ამ ოპტიმისტურ განცხადებებს მყისიერად მოჰყვა გაფრთხილების სიტყვები ევროპის ორი ყველაზე გავლენიანი ხმის მხრიდან, რომლებიც გამოვიდნენ ვარაუდით, რომ შესაძლოა ვაქცინებზე ყველა ხელშეკრულება მდიდარმა ქვეყნებმა გააფორმონ, ღარიბ ქვეყნებს კი გაუჭირდეთ საჭირო რესურსების მობილიზება.

ახლადშექმნილ ვაქცინებზე საყოველთაო და სამართლიანი ხელმისაწვდომობის დაპირება გაისმა დიდი ოცეულის ორდღიანი ვირტუალური სამიტის ბოლოს. სამიტს ნავთობით მდიდარი საუდის არაბეთი ხელმძღვანელობდა.

ამასთან, ჯგუფი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ღრმავდება დაყოფა მდიდრებს და ღარიბებს შორის კორონავირუსის პანდემიის ფონზე, რომლის დროსაც მსოფლიოს მასშტაბით 58 მილიონ ადამიანზე მეტი დაავადდა და 1,4 მილიონამდე დაიღუპა.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა სამიტის შემდეგ შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ შედარებით ღარიბ სახელმწიფოებს ვაქცინებთან დაკავშირებით ხელშეკრულებები არ გაუფორმებიათ. ევროპის კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, "მოხარული ვარ, რომ დიდი ოცეულის ლიდერები შეთანხმდნენ COVID-19-ის ვაქცინის საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე. მაგრამ მეტი თანხებია საჭირო".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG