Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ინფიცირების მაჩვენებელმა 2 ათასს გადააჭარბა


ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსით ინფიცირების პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 2 ათასზე მეტ პირს დაუდასტურდა, რაც საქართველოში გამოვლენილი შემთხვევების (3 958) ნახევარზე მეტია.

ინფიცირების მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისში - 2 157;
  • აჭარა - 417;
  • იმერეთი - 537;
  • ქვემო ქართლი - 190;
  • შიდა ქართლი - 137;
  • გურია - 78;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 159;
  • კახეთი - 140;
  • მცხეთა-მთიანეთი - 89;
  • სამცხე-ჯავახეთი - 40;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 108 690 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3531-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 89 170.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 36 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 012-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG