Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში დასრულდა „ბელგაზპრობნაკის“ საქმის გამოძიება. ბაბარიკას გარდა დანაშაული ყველამ აღიარა


ვიქტარ ბაბარიკა
ვიქტარ ბაბარიკა

ვიქტარ ბაბარიკას, სააქციო საზოგადოება „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილ თავმჯდომარეს და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ტოპმენეჯერს ბრალი წაუყენეს. ბელარუსის უშიშროების სამსახურის პრესცენტრის თანახმად, წინასწარი გამოძიება დასრულდა და ყველა ეჭვმიტანილმა აღიარა დანაშაული, ბაბარიკას გარდა.

ბანკის ყოფილი თავმჯდომარე და ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში დაურეგისტრირებელი პრეზიდენტობის კანდიდატი მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.

ვიქტარ ბაბარიკას გამოძიებამ ბრალი წაუყენა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებისა და დანაშაულებრივი გზით მიღებული ასევე დიდი ოდენობით თანხის გათეთრების ფაქტებზე.

პირველი დანაშაულის ფაქტზე ბრალი წაუყენეს „ბელგაზპრომბანკის“ თავმჯდომარის ერთ მოქმედ და ორ ყოფილ მოადგილეს. დიდი ოდენობის ქრთამის მიცემის საქმეზეა ბრალდებული სააქციო საზოგადოება „აქტივლიზინგის“ თავმჯდომარე ვიქტარ კობიაკი.

ბელარუსში 9 აგვისტოს, პრეზიდენტის არჩევნების წინ სამართალდამცველებმა ეკონომიკური დანაშაულის ბრალდებით დააპატიმრეს საპრეზიდენტო არჩევნების დაურეგისტრირებელი კანდიდატი ვიქტარ ბაბარიკა. მოგვიანებით უკრაინის საზღვარზე დააპატიმრეს და საპატიმროში მოათავსეს ბაბარიკას შტაბის ხელმძღვანელი, მარია კალესნიკავა, რომელიც ეჭვმიტანილია ხელისუფლების მიტაცებისკენ მოწოდებაში.

ბაბარიკას, კალესნიკავას, ციხანოუსკის და სხვა, ასზე მეტი პოლიტპატიმრის გათავისუფლების, რეპრესიების შეწყვეტისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით ბელარუსში მეოთხე თვეა გრძელდება სხვადასხვა სახის საპროტესტო აქცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG