საფრანგეთის სენატმა 25 ნოემბერს განიხილა და და მიიღო რეზოლუცია, რომლშიც მოუწოდა ამ ქვეყნის მთავრობას, ცნოს აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა.
სენატის 305 წევრი მიემხრო რეზოლუციას „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობის“ შესახებ, რომელშიც გამოთქმულ მოწოდების მიზანი „რეგიონში ხანგძლივი მშვიდობაა“. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა სენატის მხოლოდ ერთმა წევრმა.
რეზოლუციაში დაგმობილია აზერბაიჯანის სამხედრო აგრესია, რომელიც თურქეთის მხარდაჭერით და უცხოელი დაქირავებული მებრძოლების გზით განხორციელდა. იქვე გამოთქმულია მოწოდება დაუყოვნებლივ დატოვონ აზერბაიჯანმა და მისმა მომხრეებმა ტერიტორია, რომელიც დაიკავეს 27 სექტემბრის საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ.
კანონპროექტი სენატში წარადგინა ხუთმა სენატორმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატის მიერ რეზოლუციის მიღებას.
საფრანგეთის სენატის გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა, აღმასრულებელი ხელისუფლება მათ ცნობად იღებს და არაა მოვალე შეასრულოს.
დაწერეთ კომენტარი