Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ტელევიზიის ცნობით, თეირანმა ავსტრალიელი მეცნიერი სამ ირანელში გაცვალა


მელბურნის უნივერსიტეტის აზიის ინსტიტუტის მკვლევარი, კაილი მორ-გილბერტი
მელბურნის უნივერსიტეტის აზიის ინსტიტუტის მკვლევარი, კაილი მორ-გილბერტი

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, თეირანმა უცხოეთში დაპატიმრებული სამი ირანელის სანაცვლოდ საპატიმროდან გაათავისუფლა ბრიტანელ-ავსტრალიელი მეცნიერი, კაილი მორ- გილბერტი, რომელსაც ჯაშუშობის ბრალდებით ათწლიან პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

„ერთი ბიზნესმენი და ორი სხვა ირანელი, რომლებიც უცხოეთში იყვნენ დაპატიმრებული ყალბი ბრალდებით გაათავისუფლეს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ჯაშუშის სანაცვლოდ, რომელიც ისრაელისთვის მუშაობდა“, იტყობინება „ირიბნიუსი“. მორ-გილბერტი, რომელიც მელბურნის უნივერსიტეტში ისლამისტიკას ასწავლიდა, თეირანის ევინის საპატიმროში მოათავსეს 2018 წლის სექტემბერში და ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ბრალდებების გამო, რომლებიც ფართოდ იქნა გაკრიტიკებული.

ირანზე საერთაშორისო ზეწოლა გაიზარდა ბოლო თვეებში მას მერე, რაც მორ-გილბერტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა სამარტოო საკანში ყოფნის გამო და ღარჩაქის საპატიმროში მისი გადაყვანის შემდეგ. აღმოსავლეთ თეირანში მდებარე ამ საპატიმროს ყოფილი პატიმრები ახასიათებენ როგორც საშინელს. საპატიმროდან ვრცელდებოდა ცნობები, რომ იქ კორონავირუსი იყო გავრცელებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG