Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინც სამსახური დაკარგა 6 თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას მიიღებს


თბილისის ერთ-ერთი ბაზრობა
თბილისის ერთ-ერთი ბაზრობა

საქართველოს პრემიერ-მინიტრის გიორგი გახარიას განცხადებით ეკონომიკური კრიზისი საქართველოში მომავალ წელსაც გაგძელდება და სამკაოდ მძიმე 2021 წელია მოსალოდნელი, ამდენად საქართველოს მთავრობა ყველა სახის კომუნალური გადასახადს 4 თვის განმავლობაში დაფარავს. ამასთან, ფორმალურ სფეროში დასაქმებულები, ვინც სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში მიიღებს 200- ლარიან დახმარებას, ამის შესახებ პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები უფრო გაამკაცრა. ახალი შეზღუდვების ერთი ნაწილი უკვე 28 ნოემბრიდან შედის ძალაში.

„ეს პროგრამა 1 იანვრიდან დაიწყება თავიდან და გაგრძელდება დამატებით 6 თვის განმავლობაში, ყველა ის ადამიანი ვინც ამ კრიზისში დაკარგა სამსახური მიმართავს სახელმწიფოს და მიიღებს ყოველთვიურად 200 ლარს. წინა ტალღის პირობებში ამ დახმარებით ისარგებლა 125 ათასმა ადამიანმა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ტალღაზეც დაახლოებით იგივე ციფრი იქნება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე ინფორმაციით თვითდასაქმებულები, დაწესებული შეზღუდვების გათვალიწინებით, მიიღებენ ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას და მათ სახელმწიფო საბანკო ვალდებულეების გადავადებაში დაეხმარება.

ასევე ნახეთ: ახალი შეზღუდვები ცნობილია: იხურება ობიექტები, ჩერდება საზ. ტრანსპორტი

საქართველოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება

8 ქალაქში მეტრო და ავტობუსი ჩერდება

საახალწლოდ, დიდ ქალაქებში ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება

რომელ საქმიანობას არ ეხება შეზღუდვები

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG