Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვმა მიაღწია ყველაზე მაღალ ნიშნულს ბოლო ექვს თვეში


ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ-ში COVID-19-ით დაღუპული ადამიანების რიცხვმა 2,400-ს გადააჭარბა, რაც ერთი დღე-ღამისთვის ყველაზე მაღალი მონაცემია ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.

ბოლო მონაცემები და ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად შემოღებული აკრძალვები ზღუდავს მადლიერების დღის აღნიშვნას 26 ნოემბერს, როცა ამერიკელები ოჯახის წევრებთან ერთად იკრიბებიან ხოლმე ტრადიციულ სადილზე.

25 ნოემბერს აღრიცხულმა სიკვდილის 2,439-მა შემთხვევამ აშშ-ში კორონავირუსის ინფექციის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა გაზარდა 262,080-მდე, რაც ყველაზე მაღალი მონაცემია მსოფლიოში. ამავე დღე-ღამეში აღირიცხა ინფიცირების 200,000-მდე ახალი შემთხვევა - იუწყება ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი.

მსოფლიოს გარშემო ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 25 ნოემბერს 60 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის გამოცხადებიდან, ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, კორონავირუსის ინფექციის შედეგად დაიღუპა 1,4 მილიონი ადამიანი.

XS
SM
MD
LG