Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშობლებმა ჭია აღმოაჩინეს გორის საბავშვო ბაღებიდან წაღებულ შვრიის რამდენიმე შუფუთვაში 


გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ცნობით, გორის საბავშვო ბაღებიდან წაღებულ შვრიის რამდენიმე შუფუთვაში, მშობლებმა ჭია აღმოაჩინეს.

„პანდემიიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებმა დროებით შეწყვიტეს მუშაობა და განახლდა პროდუქტის გაცემის პროექტი. აღნიშნული პროექტის განახლების შემდეგ პროდუქტი გაიცა გუშინ, 25 ნოემბერს. ყველა ის პროდუქტი, რომელიც გაიცა ბაღებიდან არის ვადიანი. მიუხედავად ამისა, შეფუთული შვრიის ერთ-ერთ პარტიაში რამდენიმე მშობელმა აღმოაჩინა ჭია (რადგან შვრია იყო შეფუთული, შეუძლებელი იყო ამ პრობლემის აღმოჩენა ჩვენი მხრიდან). ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება და ბაღებმა უზრუნველყვეს აღსაზრდელების მშობლების ინფორმირება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მოხდება შვრიის ამოღება და მომავალ თვეში ჩანაცვლდება აღნიშნული პროდუქტი", - წერია განცხადებაში, რომელსაც სააგენტო ავრცელებს.

გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ყველა აღსაზრდელზე საკვები პროდუქტები გაიცა. სასურსათე კალათაში შვრიასთან ერთად, წიწიბურა, ბრინჯი, მაკარონი, შაქარი, მანის ბურღული, კვერცხი, შედედებული რძე და ზეთი იყო მოთავსებული

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG