ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროები მხოლოდ კოვიდსაკარანტინო სივრცეებად იმუშავებენ. საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სასტუმროები იმუშავებენ, მაგრამ მათი რესტორნები მოემსახურებიან მხოლოდ თავიანთ დამსვენებებს,
„ვინც იმ კონტრეტულ სასტუმროშია გაჩერებული, სხვა გარეშე პირებს არ ექნებათ წვდომა ამ რესტორნებზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
27 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები უფრო გაამკაცრა. ახალი შეზღუდვების ერთი ნაწილი უკვე 28 ნოემბრიდან შედის ძალაში. რეგულაციების თანახმად, იხურება მოლები და იზღუდება საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი.
ასევე ნახეთ: ახალი შეზღუდვები ცნობილია: იხურება ობიექტები, ჩერდება საზ. ტრანსპორტი
საქართველოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება
8 ქალაქში მეტრო და ავტობუსი ჩერდება
საახალწლოდ, დიდ ქალაქებში ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება
რომელ საქმიანობას არ ეხება შეზღუდვები