Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონტენეგრო და სერბეთი ერთმანეთის ელჩებს გააძევებენ


სერბეთის დროშა პოდგორიცის საკათედრო ტაძრის წინ
სერბეთის დროშა პოდგორიცის საკათედრო ტაძრის წინ

მონტენეგროს ხელისუფლებამ 28 ნოემბერს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სერბეთის ელჩი და მოუწოდა დიპლომატს სასწრაფოდ დატოვოს ქვეყანა, მის მიერ მეზობელი სახელმწიფოს ასი წლის წინანდელი ისტორიული სიმართლის დამახინჯებისთვის.


მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, სერბეთმა მონტენეგროს ელჩი გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად და მოუწოდა მას 72 საათის განმავლობაში დატოვოს ქვეყან.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური დაპირისპირების მიზეზი გახდა პოდგორიცის აზრით, სერბეთის ელჩის მიერ „მონტენეგროს შიდა საქმეებში არაერთი ჩარევა“.

მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სერბეთის ელჩმა, „პირდაპირ შეურაცხყო“ მონტენეგრო, რომლის შეერთებას 1918 წელს სერბეთის სამეფოსთან ვლადიმირ ბოჟოვიჩმა უწოდა მონტენეგროელი ხალხის „თავისუფალი ნების“ გამოხატულება და „განმათავისუფლებელი“ აქტი.


მონტენეგროს პარლამენტის 2018 წლის გადაწყვეტილებით საუკუნის წინადელი გადაწყვეტილება შეფასებულია როგორც სერბეთის მიერ მონტენეგროს სუვერენტეტის გაუქმება.

სერბეთის ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო მონტენეგროს მიმავალმა მთავრობამ. განვლილ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა პროსერბულმა კოალიციამ, რომელიც მომავალ კვირაში მმართველ კოალიციას შექმნის.

ქვეყანა დაყოფილია ორ ნაწილად. ერთი ნაწილი მხარს უჭერს სერბეთთან და რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობას, მეორე - ევროკავშრისკენ ისწრაფვის. მონტენეგროში პროსერბულ განწყობეს აღვივებს ყველაზე ძლიერი რელიგიური ინსტიტუტი, მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ფორმალურად სერბეთის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG