Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი აფხაზეთში 85 პირის, ცხინვალის რეგიონში კი 23 პირს დაუდასტურდა


​საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჯამში კორონავირუსის 100-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დე ფაქტო უწყებები ავრცელებენ.

აფხაზეთში ბოლო დღის განმავლობაში 238 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, პოზიტიური პასუხი კი 85 შემთხვევაში დაფიქსირდა.

ამ დროის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 5 883-ია, 81 - გარდაცვლილი, გამოჯანმრთელდა - 3 678 ადამიანი.

ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ტესტირება 168 პირს ჩაუტარეს.

ამ დროის მონაცემებით, ცხინვალის რეგიონში ვირუსი ჯამში 1 748 პირს დაუდასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG