Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს


ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს გამსახურდიას გამზირზე გაშლილი აქვთ კარავი.
ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს გამსახურდიას გამზირზე გაშლილი აქვთ კარავი.

ბათუმში მიმდინარეობს აქცია ხელახალი არჩევნების ჩატარებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის გადადგომის მოთხოვნით.

ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს გადაკეტილი აქვთ ქუჩა აჭარის მთავრობის სახლის წინ და გამსახურდიას გამზირზე გაშლილი აქვთ კარავი.

აქციის მონაწილეები არ ეთანხმებიან 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს.

ოფიციალური მონაცემებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებზე, 5%-იანი ბარიერი გადალახა ორმა პარტიამ: „ქართულმა ოცნებამ“ (45,9%) და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ (34%); ორ მაჟორიტარულ, ბათუმისა და მაღალმთიანი აჭარის ოლქებში კი, ჩატარდა არჩევნების მეორე ტური.

„ქართული ოცნების“ კანდიდატებთან ერთად არჩევნების მეორე ტურში გადასულმა, საარჩევნო ბლოკის „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარმა კანდიდატებმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს.

ოპოზიციამ არჩევნების ბოიკოტთან ერთად უარი თქვა საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობაზე.

ცესკოს მონაცემებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" აჭარის უმაღლეს საბჭოში 21-დან 7 მანდატი მოიპოვა, "ქართულმა ოცნებამ" კი, ორივე ტურის შედეგად - 15 მანდატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG