Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საახალწლო მოსართავების გასაახლებლად 850 ათას ლარზე მეტი იხარჯება


თბილისის მერიის კომპანია "თბილსერვის ჯგუფი" საახალწლო მოსართავების გასაახლებლად ჯამში 854,8 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. თანხის მეოთხედი, 195,8 ათასი ლარი, გასულ წელს იტალიიდან შეძენილი ნაძვის ხის მორთვა-განახლებაზე დაიხარჯება, დარჩენილი 659 ათასი კი - ახალი მანათობლებისთვის.

როგორც სახელმწიფო კომპანია განმარტავს, ამ მომსახურებისთვის გამოცხადებული ტენდერები არ შედგა, ამიტომ აუცილებელი გახდა განათებების პირდაპირი შესყიდვის წესით შეძენა.

"მოწყობის სამუშაოების ვალდებულება აქვს აღებული შპს "თბილსერვის ჯგუფს". მოცემულმა ვითარებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივ ინტერესებს, ვინაიდან ქ. თბილისში არ იქნება საახალწლო ღონისძიებების შესაბამისად მორთული, რაც იმოქმედოს საზოგადოების საახალწლო განწყობაზე, მით უმეტეს, ბავშვებისათვის აუცილებელია საახალწლო ღონისძიებების გაფორმება, რომ შევუქმნათ 2021 წლის ახალი წლის ღონისძიებისათვის შესაბამისი გარემო", - ვკითხულობთ "თბილსერვის ჯგუფის" მიერ შესყიდვის დასაბუთებაში.

საქართველოში ახლაც და საახალწლო დღეებშიც "კომენდანტის საათი" იქნება. მოსახლეობას განათებული ქუჩების ნახვა მხოლოდ საღამოს, 21:00 საათამდე შეეძლება, რადგან ქუჩაში გასვლა ამ დრომდე შეიძლება. შეზღუდვის დროს გადაადგილება შეუძლიათ სპეციალური საშვის მქონე პირებს. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე, 31 დეკემბერი, როცა შეზღუდვა ყველასთვის რამდენიმე საათით გაუქმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG