Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის ძალები ლაჩინის რეგიონში შევიდნენ


აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მისი ძალები შევიდნენ ლაჩინის რეგიონში - ბოლო რეგიონში იმ სამიდან, რომლებიც მას სომხეთმა დაუბრუნა, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად.

"აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები 1 დეკემბერს შევიდნენ ლაჩინის რეგიონში", 9 ნოემბერს სომხეთს, აზერბაიჯანს და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმების თანხმად - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

აზერბაიჯანმა ლაჩინზე კონტროლი დაკარგა სომხეთთან ომის დროს, 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

ლაჩინი სტრატეგიული კავშირი იყო სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარს და მთიანი ყარაბაღის რეგიონში სომხების მიერ კონტროლირებულ ადგილებს შორის.

სომხეთი დათანხმდა მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე სამი რეგიონის, აღდამის, ქალბაჯარის და ლაჩინის აზერბაიჯანისთვის გადაცემას, რუსეთის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, რომელსაც ხელი ნოემბერში მოეწერა და რომლითაც დასრულდა მთიანი ყარაბაღის გარშემო ომის ბოლო ტალღა.

საზავო შეთანხმებით, რეგიონში შევიდა რუსეთის 2000-მდე მშვიდობის დამცველი. შეთანხმების თანახმად, მხარეებმა საზღვრები უნდა გახსნან ვაჭრობისთვის, თუმცა საამისოდ კონკრეტული ვადები არ არის განსაზღვრული.

აღდამში აზერბაიჯანი 20 ნოემბერს შევიდა, ქალბაჯარში - ხუთი დღის შემდეგ.

XS
SM
MD
LG