Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული კომპანია Moderna მარეგულირებლისგან COVID-19-ის ვაქცინაზე საგანგებო ნებართვას ითხოვს


ამერიკულმა ფირმა Moderna-მ აშშ-ის მარეგულირებელ უწყებას მიმართა თხოვნით, რათა საგანგებო ნებართვა გასცეს მის მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინის გამოყენებაზე იმ ფონზე, როდესაც აშშ-ში იზრდება კორონავირუსით დაავადების შემთხვევები.

ასეთი განაცხადი 30 ნოემბერს გაეგზავნა აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA).

როგორც კომპანია Moderna-ს გენერალური დირექტორი, სტეფან ბანცელი აცხადებს, თუ FDA დაადასტურებს ვაქცინის უსაფრთხოებას და ეფექტიანობას, მაშინ მისი ორი დოზიდან პირველი მილიონობით ამერიკელს უკვე მომავალი თვის შუა პერიოდში შეიძლება გაუკეთონ.

კომპანია Moderna-ში აცხადებენ, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 94,1 პროცენტია.


გასულ კვირაში ასეთივე ნებართვა ითხოვეს ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა და გერმანულმა BioNTech-მა, და მათი ვაქცინა შესაძლოა აშშ-ში 10 დეკემბრიდან რამდენიმე დღეში დამტკიცდეს გამოსაყენებლად.

კორონავირუსით აშშ-ში 13,5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსმა იმსხვერპლა 268 000 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG