Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა სამედიცინო საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველი


კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი სკოტ ატლასი.
კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი სკოტ ატლასი.

გადადგა სამედიცინო სფეროში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველი, რომლის მოსაზრებები ეწინააღმდეგება კორონავირუსის საკითხებში თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფის რჩევებს.

დოქტორმა სკოტ ატლასმა გადადგომის შესახებ 1 დეკემბერს შეატყობინა ტრამპს. ატლასი, რომელსაც არა აქვს ფორმალური გამოცდილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, ოთხი თვის განმავლობაში იყო ტრამპის მრჩეველი.

ატლასი სკეპტიკურად არის განწყობილი კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად მკაცრი ამკრძალავი ზომების, სკოლების დახურვისა და პირბადეების ხმარების მიმართ. ეს მოსაზრებები წინააღმდეგობაში მოვიდა თეთრი სახლის იმ ჯგუფის წევრებთან, რომელიც კორონავირუსთან გამკლავებაზე მუშაობს.

ატლასის მიმართ დაპირისპირებამ თავი იჩინა, როცა მან ოქტომბერში ინტერვიუ მისცა რუსეთის ტელეარხ Russia Today-ს. ინტერვიუდან მეორე დღეს მან ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ის „გამოიყენეს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG