Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრელი ევროპარლამენტარი პოლიციამ დააკავა "ლოკდაუნის" დროს სექს-პარტიზე ყოფნისთვის


ევროპარლამენტის დეპუტატმა, უნგრეთის პარტია Fidesz-ის წევრმა იოზეფ საიერმა აღიარა, რომ 27 ნოემბერს ბრიუსელში მონაწილეობდა კერძო წვეულებაში და ამით დაარღვია პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული აკრძალვა.

როგორც რადიო თავისუფლების უნგრული სამსახური იტყობინება, ბრიუსელის პოლიცია მიადგა შენობას, რომელშიც, ბელგიის პრესის თანახმად, მიმდინარეობდა დახურული გეი-პარტი და მასში დიპლომატები და ევროპის პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ.
საიერი, რომელიც ორი დღის წინ გადადგა, თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ პოლიციამ მას ოფიციალური სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, რის შემდეგაც ის სახლში წაიყვანეს.

საიერმა „ღრმა სინანული“ გამოთქვა შემზღუდავი ზომების დარღვევისთვის და აღნიშნა, რომ მისი შეცდომა კერძო პრობლემაა და არ სურს, რომ ამან მის საჯარო რეპუტაციაზე იმოქმედოს. თავის განცხადებაში საიერს „სექს-პარტი“ არ უხსენებია.

პოლიციის თანახმად, საიერს დაკავებისას ზურგჩანთაში ნარკოტიკები აღმოუჩინეს.

ამ შემთხვევას უნგრეთში განსაკუთრებულად სკანდალურად მიიჩნევენ, ვინაიდან პარტია Fidesz-ი კონსერვატორული ქრისტიანული ღირებულებების პროპაგანდას ეწევა და ლგბტ პრობლემატიკის წინააღმდეგ გამოდის.

XS
SM
MD
LG