Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანატოლი ჩუბაისი გაათავისუფლეს კომპანია „როსნანოს“ ხელმძღვანელობიდან


რუსეთის ვიცე-პრემიერმა, დმიტრი ჩერნიშენკომ, ხელის მოაწერა დირექტივას, რომლითაც თანამდებობას დატოვებს სახელმწიფო კორპორაცი „როსნანოს“ ხელმძღვანელი, ანატოლი ჩუბაისი.

დირექტივა კოროპრაციის დირექტორთა საბჭოს ავალებს, რომ მოამზადოს გადაწყვეტილების პროექტი ჩუბაისის უფლებამოსილების შეწყვეტისა და მის ნაცვლად, „როსნანოს“ ხელმძღვანელად ხუთი წლის ვადით, სერგეი კულიკოვის არჩევის შესახებ.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ვიდეოკონფერენციის დროს სამხედრო-სამრეწველო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, სერგეი კულიკოვს, შესთავაზა „არ მხოლოდ რუსეთის, არამედ მთელი მსოფლიო ეკონომიკისათვის საკვანძო მიმართულების“ გაძღოლა.


რუსეთის მედიის ცნობით, ანატოლი ჩუბაისს, სავარადუდოდ, სხვა სამუშაოზე გადაიყვანენ, მაგრამ უცნობია, თუ სად.

ანატოლი ჩუბაისი ცნობილია, როგორ რუსეთში 1990-იან წლებში ჩატარებული ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთი იდეოლოგი და ხელმძღვანელი, 2000-იანი წლების ელექტროენერგიული სისტემის რეფორმის ერთ-ერთი ავტორი.


ჩუბაისი 1991 წლის ნოემბერს დაინიშნა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კუთვნილების მართვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ. ხოლო 1992 წლის 1 ივნისს რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებში.

2011 წლიდან დღემდე ჩუბასი იყო რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნანოს“ თვამჯდომარე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG