Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი თბილისური თამაშებით დაიხურება


თორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ორ თამაშს - სერბეთთან და ფინეთთან, თბილისში ჩაატარებს. თბილისშივე შედგება საქართველოს ნაკრების ჯგუფის (E ჯგუფის) დასკვნითი ტურის კიდევ ორი მატჩი - ფინეთსა და შვეიცარიას და სერბეთსა და შვეიცარიას შორის. გადაწყვეტილება კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ დღეს მიიღო.

შეხვედრები 15-23 თებერვალს შედგება, ახალი „ბაბლის" სისტემით. თბილისში, ოთხივე ნაკრები ერთ სასტუმროში გამოიკეტება და მხოლოდ ვარჯიშებსა და თამაშებზე ივლის. სწორედ ამ სისტემით გაიმართა ახლახან, ფინეთში, მესამე და მეოთხე ტურის მატჩები, რომელთა შემდეგაც, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა, ოთხი თამაშიდან ოთხი მოგებით.

ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტ-2022-ის ფინალური ეტაპის საგზურის ნორმატივს ვადაზე ადრე მიუახლოვდნენ, თუმცა ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს ამ მხრივ სანერვიულო შესარჩევი ციკლის დაწყებამდეც არ ჰქონია. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის თამაშები თბილისში უნდა გაიმართოს და შეჯიბრების მასპინძელმა საქართველოს ნაკრებმა ფინალური ეტაპის საგზური საჩუქრად მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG