Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრულის ავტომობილი დაეჯახა ქვეითად მოსიარულეს ჭავჭავაძის გამზირზე


თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, საპატრულო პოლიცია ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა შუქნიშნის წითელ სიგნალზე გადასვლის დროს.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ინფორმაცია გაავრცელა სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა „ჩემი ქალაქი მკლავს“, რომლის მიხედვითაც, საპატრულო ეკიპაჟი ავტობუსებისთვის განკუთვნილ ზოლში მოძრაობდა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიება დაიწყო ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით: ავტოსაგზაო შემთხვევა ჯანმრთელობის დაზიანებით.

დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

XS
SM
MD
LG