Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დაიწყო მოლაპარაკებების III რაუნდი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის


აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების III რაუნდი იმართება.

შეხვედრაზე დღეს სავარაუდოდ იმ წინადადებებს განიხილავენ, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 4 პუნქტიანი წინადადების ერთ-ერთი პუნქტიც რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარება და 2021 წელს ახალი არჩევნების ჩტარებაა. ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადადგომა.

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმისთვის, რომ პოზიციები დაახლოვდეს. ჩვენი სურვილია, რომ პოზიციები დაახლოვდეს, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს, ოღონდ ბურთი, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლების მხარეს". - თქვა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კი განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვანი რაღაცები უნდა დათმოს.

„მაშინ მოლაპარაკებას აზრი საერთოდ არ ექნებოდა. მაშინ, ტყუილად არც ჩვენ უნდა ვწვალობდეთ, არც „ქართული ოცნება" და არც ელჩები. ამდენად, შეიძლება ვერაფერზე ვერ შევთანხმდეთ და ასე დავიშალოთ და ჩვენ ჩვენს გზას გავუყვეთ, მაგრამ გარკვეული იმედი არის, რომ რაღაც შეთანხმებას მივაღწევთ", - უთხრა მედიას ალეკო ელისაშვილმა.

'სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს კი კომპრომისზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევი ჰქონია და თვლის, რომ ამ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება.

„ყველაფერი დამოკიდებულია შეხვედრაზე. ყველა საკითხზე ვისაუბრებთ. რაიმე კომპრომისზე ლაპარაკი ადრეა. ამ შეხვედრით არაფერი დასრულდება. იმედია, ამის ილუზია არავის აქვს“, - თქვა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

4 დეკემბერს ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობითი ფორმით წარუდგინა წინადადებები, როგორც კრიზისიდან გამოსვლის გეგმა.

ქართული ოცნება ოპოზიციის მიმართვას წერილობით არ გამოხმაურებია. მამრთველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება.

"პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. სხვა საკითხებზე, კონსტიტუციის ფარგლებში, გვაქვს დიალოგი ოპოზიციასთან და შეთანხმება შესაძლებელია, თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას და ოპოზიციისგანაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, დესტრუქციული ელემენტებისგან თავისუფალ გარემოში." - დაწერა არჩილ თაკალვაძემ 5 დეკემბერს.

7 დეკემბრის შეხვედრას ამერიკის შეერთებული სტატების ელჩის რეზიდენციაში მმართველი პარტიიდან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ესწრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG