Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსით ახალციხეში 65 წლის ექიმი გარდაიცვალა


ნინა მერაბიშვილი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ფტიზიატრად მუშაობდა. კოლეგების თქმით, მას COVID- 19 დაახლოებით, ორი კვირის წინ დაუდასტურდა. იმის გამო რომ დაავადება მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა, ექიმი შინ მკურნალობდა. მედიკოსების თქმით, ნინა მერაბიშვილის მდგომარეობა ინფარქტმა დაამძიმა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინფიცირებული ექიმი 24 ნოემბერს კლინიკა "იმედში" შეიყვანა, საიდანაც მომდევნო დღეს თბილისში ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ახალციხელი მედიკოსი დღეს, 10 დეკემბერს გარდაიცვალა.

"ავად იყო კოვიდით და კოვიდის დროს დაემართა კიდევ ინფარქტი, ამიტომ იყო გადაყვანილი თბილისში, თორემ შიდაიზოლაციაში გადიოდა მკურნალობას. არ ჰქონდა ამ კოვიდზე ისეთი მდგომარეობა, რომ რამე პრობლემა ყოფილიყო. უბრალოდ დამძიმდა იმით, რომ დაემართა ინფარქტი" – განაცხადა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის მთავარმა ექიმმა ბესიკ ბურჯალიანმა.

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის უკვე მეოთხე თანამშრომელი გარდაიცვალა COVID 19-ით.

გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსის 4570 დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 43 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1657-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 3045-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 148 332.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG