Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FDA-ს სპეციალიზებულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა აშშ-ში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებას


აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სანიტარული მეთვალყურეობის სამმართველოს (FDA) სპეციალიზებულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენებას.

როგორც ამერიკის მედიაში აღნიშნავენ, უწყება პრეპარატის გამოყენებაზე საბოლოო თანხმობას უკვე პარასკევს ან შაბათს გასცემს.

ვაქცინაციის პირველ ეტაპზე ხელისუფლება ყველა შტატში დაგზავნის დაახლოებით ექვს მილიონ დოზა ვაქცინას. პირველ რიგში აცრიან მედიკოსებს, რომლებიც COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებთან მუშაობენ.

დასავლეთის პირველი ქვეყანა, რომელმაც Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, დიდი ბრიტანეთია.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში დაავადდა დაახლოებით 16 მილიონი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 300 ათასს უახლოვდება და უკვე აღემატება აშშ-ის მსხვერპლს მეორე მსოფლიო ომში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG