Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა თებერვლიდან ფრენებზე შეზღუდვების მოხსნას აანონსებს


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა თებერვლიდან ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას აანონსებს. ამის შესახებ მან 2020 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

"დასრულების ფაზაშია ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროგრამა და ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე თებერვლიდან პრაქტიკურად გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე და ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს ჩვენს სტუმრებს და ასევე, მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებს", - განაცხადა თურნავამ.

საქართველოში ფრენები თითქმის 9 თვეა შეწყვეტილია. გამონაკლისების სახით, მთავრობის დადგენილებით, მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით არის შესაძლებელი რეგულარული ავიამიმოსვლა.

XS
SM
MD
LG