Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და რუსეთის სარაგბო მატჩი 2021 წლის თებერვალში გაიმართება


„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე 2020 წლის სეზონის ბოლო ტურის შეხვედრები არ გაუქმდება. გადაწყვეტილება ევროპული რაგბის მმართველმა ორგანომ „რაგბი ევროპამ" უკვე ოფიციალურად მიიღო. დირექტორთა საბჭოს შეკრების შემდეგ გამოცხადდა, რომ წლევანდელი „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის დარჩენილი სამი მატჩი 2021 წლის თებერვალში გაიმართება.

6 ან 7 თებერვალს შედგება საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ორჯერ გადაიდო (ჯერ მარტში, შემდეგ - ნოემბერში). ბორჯღალოსნებს ტურნირის ჩემპიონის ტიტული ოთხი ტურის შემდეგ უკვე განაღდებული აქვთ და რუსეთთან თამაშს მათთვის სატურნირო თვალსაზრისით არანაირი დატვირთვა არ ექნება.

„რაგბი ევროპის“ დირექტორთა საბჭოსავე გადაწყვეტილებით, 2021 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი 6-7 მარტს დაიწყება და ივლისის დასაწყისში დასრულდება.

XS
SM
MD
LG