Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პროცედურა იქნება საჭირო ამნისტიისთვის - კანონპროექტი


"ქართულმა ოცნებამ" ამნისტია დააანონსა და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტშიც დაარეგისტრირა. კანონპროექტში დეტალურად არის ჩამოთვლილი მუხლები, რომლით გათვალისწინებულ დანაშაულზეც გავრცელდება კანონი.

მხოლოდ კანონის მიღება არ ნიშნავს, რომ ამ მუხლით ბრალდებული ან დაპატიმრებული ადამიანები გათავისუფლდებიან. კანონი ადგენს შემდეგ პროცედურებს:

  • ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის ამნისტიის გადაწყვეტილებას გამოძიების ეტაპზე იღებს პროკურორი, სასამართლო განხილვის სტადიაზე კი შესაბამისი სასამართლო;
  • მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის ამნისტიის გადაწყვეტილებას განხილვის ეტაპზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო დასრულებული საქმისწარმოების შემთხვევაში თავდაპირველი განაჩენის გამომტანი სასამართლო;
  • იმ უვადო მსჯავრდებულებზე, რომლებზეც ამნისტია შეიძლება გავრცელდეს, გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი სასამართლო.

"სასამართლო უფლებამოსილია, ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე", - ვკითხულობთ კანონპროექტში.

იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელზეც ჯარიმა იყო გათვალისწინებული, სააღსრულებლო წარმოების დაწყება დაუშვებელია, უკვე დაწყებული აღსრულების შეჩერება კი კანონის ამოქმედებიდან 2 კვირაში შეიძლება.

"ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში", - ვკითხულობთ კანონპროექტში.

კანონპროექტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა.

XS
SM
MD
LG