Accessibility links

logo-print logo-print

„ლელო"-ს ოთხივე დეპუტატმა პარლამენტს მიმართა უფლებამოსილების შესაწყვეტად 


მამუკა ხაზარაძე, ანა ნაცვლიშვილი.

პარტიული სიის განულების შემდეგ, პარტია „ლელო"-ს დეპუტატებმა უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით ინდივიდუალური განცხადებებით 16 დეკემბერს ოფიციალურად მიმართეს საქართველოს პარლამენტს. როგორც „ლელო"-ს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში ანა ნაცვლიშვილმა საკუთარ განცხადებასთან ერთად წარადგინა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და დავით უსუფაშვილის დოკუმენტაცია.

„გაყალბებული, ჭუჭყიანი არჩევნების შედეგად ქართველი ხალხის ნება გაყალბებულმა არჩევნებმა ვერ ასახა. ამიტომ მანდატების განაწილება ვერ ასახავს ქართველი ხალხის სურვილს და, შესაბამისად, ამ არჩევნებმა თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ახალი, სუფთა და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნას. ვართ ბოიკოტის რეჟიმში და უარს ვამბობთ მანდატებზე", - თქვა პარლამენტში მისულმა ანა ნაცვლიშვილმა.

ოფიციალური მონაცემებით, „ლელო"-მ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო 3,15%​ (60 712 ხმა) და, შესაბამისად, 4 საპარლამენტო მანდატი.

ამ დროისთვის „ლელო"-ს გარდა, მანდატებზე უარის მიზნით პარლამენტს ოფიციალური განცხადებებით მიმართეს „ლეიბორისტული პარტიის", „ევროპული საქართველოს", „სტრატეგია აღმაშენებლის" და ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს სიებით არჩეულმა დეპუტატებმა.

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG