Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სტრატეგია აღმაშენებლის" ოთხივე დეპუტატმა პარლამენტს მიმართა უფლებამოსილების შესაწყვეტად


საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოპოვებულ დეპუტატის ოთხივე მანდატზე ოფიციალურად ამბობს უარს „სტრატეგია აღმაშენებელი". საარჩევნო ბლოკის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პარლამენტს განცხადებებით მიმართეს გიორგი ვაშაძემ, თაკო ჩარკვიანმა, პაატა მანჯგალაძემ და თეონა აქუბარდიამ.

„ქართულმა ოცნებამ“, სამწუხაროდ, პარლამენტში პოლიტიკის კეთებისთვის სივრცე არ დატოვა, ჩვენ იძულებული ვართ, ეს ნაბიჯი გადავდგათ იმის იმედით, რომ იქნებ ვიღაცას გონება გაუნათდეს და ერთი მილიონი ადამიანის არჩევანი ჰაერში არ დატოვოს. თუ შეთანხმება შედგება, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, პარლამენტში დაბრუნება არ არის თვითმიზანი, მთავარია სამართლიანობის აღდგენა", - თქვა განცხადებების წარდგენისას პაატა მანჯგალაძემ.

​„სტრატეგია აღმაშენებელმა" საპარლამენტო არჩევნებში მიიღო 3.15%​ (60 671 ხმა) - დეპუტატის ოთხი მანდატი.

რამდენიმე დღის წინ საარჩევნო ბლოკმა სია გაანულა, რაც ნიშნავს იმას, რომ, მას შემდეგ, რაც ოთხ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდება, მათ პარლამენტში ადგილმონაცვლე აღარ ეყოლებათ.

XS
SM
MD
LG