Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატორები გამოდიან მოწოდებით პასუხი გაეცეს კიბერშეტევას, რომელშიც რუსეთს ადანაშაულებენ


აშშ-ის ორი სენატორი აცხადებს, რომ ქვეყანამ პასუხი უნდა გასცეს ფართომასშტაბიან კიბერშეტევას, რომელიც, აშშ-ის ოფიციალური პირების თანახმად, რუსმა ჰაკერებმა განახორციელეს და აშშ-ის რამდენიმე სამთავრობო სააგენტოს ქსელებში შეღწევა შეძლეს.

რესპუბლიკელი სენატორი მიტ რომნი აცხადებს, რომ კიბერთავდასხმა "პასუხს მოითხოვს", და ეს "კიბერპასუხი" უნდა იყოს. თუმცა, დასძენს, რომ არ არის დარწმუნებული რამდენად აქვს აშშ-ის "იმის შესაძლებლობა, რომ გააკეთოს იგივე ან კიდევ უფრო მეტი მასშტაბის ქმედება, რომელიც რუსეთმა განახორციელა ჩვენს მიმართ". რომნი ამ განცხადებებით 20 დეკემბერს გამოვიდა და დასძინა, რომ იმედგაცრუებულია ტრამპის რეაქციით მონაცემებში ჰაკერების შეღწევის თაობაზე. ტრამპმა 19 დეკემბერს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა შეჭრის მასშტაბს და ეჭვი გამოთქვა იმის შესახებ, არის თუ არა თავდასხმის უკან რუსეთი.

რომნის მხარი დაუჭირა დემოკრატმა სენატორმა, მარკ უორნერმა, რომელმაც თქვა, ვაშინგტონმა თავის მეტოქეებს მკაფიოდ უნდა აჩვენოს, რომ "თუ ასეთ ნაბიჯებს გადადგამთ, ჩვენ და სხვები საპასუხოდ მოვიქცევითო".

არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი განიხილავს საპასუხო ნაბიჯების შესაძლებლობებს, რაც, მომავალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რონ კლაინის თქმით, მოიცავს "ქმედებებს, რომლებიც შეგვიძლია გავატაროთ, რათა დავასუსტოთ უცხოელი მოთამაშეების ამგვარი იერიშების განხორციელების შესაძლებლობა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG