Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 3000-ზე მეტი ახალი შემთხვევაა


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 42 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2182-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარებული 17 007 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 3064 შემთხვევა. ეს 16 დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 212 526 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3740-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 188 408.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა დეკემბერში:

1 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3759. გარდაცვლილი 36;

2 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4033. გარდაცვლილი 39;

3 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4260, გარდაცვლილი 45;

4 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5068. გარდაცვლილი 38;

5 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5450. გარდაცვლილი 37;

6 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4321. გარდაცვლილი 42;

7 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2501. გარდაცვლილი 36;

8 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4673. გარდაცვლილი 36;

9 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4734. გარდაცვლილი 38;

10 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4570. გარდაცვლილი 43;

11 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4146. გარდაცვლილი 37;

12 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3907. გარდაცვლილი 50;

13 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2720. გარდაცვლილი 46;

14 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1337. გარდაცვლილი 49;

15 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3837. გარდაცვლილი 44;

16 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3487. გარდაცვლილი 39;

17 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2981. გარდაცვლილი 31;

18 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2635. გარდაცვლილი 49;

19 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2904. არდაცვლილი 53;

20 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1731. გარდაცვლილი 39;

21 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 824. გარდაცვლილი 46;

22 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3064. გარდაცვლილი 42.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG