Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ იპოვა 21 დეკემბერს დაკარგული გოგო


პოლიციამ იპოვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 21 დეკემბერს გაუჩინარებული 16 წლის გოგო. ის გამოსაკითხად იმყოფება სოფელ აფენის პოლიციის განყოფილებაში. პოლიციაში გადაიყვანეს სავარაუდო გამტაცებელი, 21 წლის ბიჭი.

გოგოს მამა მოითხოვს, რომ გამტაცებელი უმკაცრესად დაისაჯოს: „პოლიციამ ჩემი შვილი მას შემდეგ დააბრუნა, რაც მან მამაკაცთან დარჩენაზე უარი თქვა. ასევე, მედიაში რომ გაშუქდა, რამდენიმე საათში იპოვეს, მანამდე ყურადღებას არ გვაქცევდნენ“.

არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე გოგო სავარაუდოდ, ცოლად მოყვანის მიზნით, თანასოფლელმა გაიტაცა საერთო მეგობრის ნიშნობიდან.

მშობლებმა შვილის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც „კომენდანტის საათის“ მიუხედავად სახლში არ დაბრუნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG