Accessibility links

logo-print logo-print

მიტროპოლიტი ტადეუშ კონდრუსევიჩი ბელარუსში დაბრუნდა


24 დეკემბერს ბელარუსში დაბრუნდა არქიეპისკპოსი ტადეუშ კონდრუსევიჩი, რომელსაც 31 აგვისტოს ბელარუსში შესვლაზე გაურკვეველი მიზეზებით უთხრეს უარი და მას შემდეგ ოთხი თვის განმავლობაში იძულებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ.

ბელარუს კათოლიკეთა წინამძღვარმა განაცხადა, რომ 75 წლის ასაკში ის მოულოდნელად აღმოჩნდა რთულ ვითარებაში, რომელსაც აღიქვამს როგორც „განგების კიდევ ერთ გამოცდას და ჯვარს მის ცხოვრებაში“ .

9 აგვისტოს შემდეგ აგვისტოში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, კონდრუსევიჩმა რამდენჯერმე კრიტიკული განცხადება გააკეთა საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ბელარუსის სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებებზე. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არ გამართულა სამართლიანად.



ბელარუსში დაბრუნებულმა არქიეპიკსოპოსმა მადლობა გადაუხადა რომის პაპ ფრანცისკეს და ასევე ბელარუსის ხელისუფლებას, რომელმაც ნება დართო „სამშობლოში დაბრუნებისა და სასულიერო მოღვაწობისა“.

იგი ბელარუსის პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების მოწოდებებით გამოდის.

ტადეუშ კონდრუსევიჩმა შობის დადგომა მიულოცა ბელარუსში მცხოვრებ კათოლიკეებს.

ოფიციალური მონაცემებით, კათოლიკურ ეკლესიას თავს მიაკუთვნებს ბელარუსის მოსახლეობის 10%-ზე მეტი. ეს რაოდენობის მიხედვით მეორე კონფესიაა მართლმადიდებლობის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG