ირამა აშშ-სგან მოიპოვა ნებართვა, გამოიყენოს უცხოური ვალუტის რეზერვი, რომელიც საზღვარგარეთ ინახება, კორონავირუსის ვაქცინის შესაძენად მიუხედავად აშშ-ის სანქციებისა, განაცხადა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა 24 დეკემბერს.
აბდოლნასერ ჰამათიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ფინანსთა უწყების უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა დაამტკიცა შვეიცარიის ბანკში თანხის გადარიცხვა.
ჰამათის თქმით, ირანი 224 მილიონ დოლარს გადაიხდის 16,8 მილიონი დოზა ვაქცინის იმპორტისთვის COVAX-ს საშუალებით, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინის განაწილების გეგმას წარმოადგენს.
აშშ-მა გადარიცხვა დაუშვა „საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის“ შედეგად, უთხრა ჰემათიმ ირანის ტელევიზიას.
გადარიცხვის და ვაქცინის ირანში ჩატანის დეტალები ჰამათის არ განუმარტავს.
აშშ-ის ფინანსთა უწყებას გადარიცხვა საჯაროდ არ დაუდასტურებია.
ირანში კოვიდ-19-მა 54 ათასი ადამიანი მოკლა. ისლამური რესპუბლიკა ახლო აღმოსავლეთში კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა.