Accessibility links

site logo site logo

სემეკი დენის ტარიფის გაზრდაზე: ობიექტურ გადაწყვეტილებას მივიღებთ


ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, რომ დენის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით უწყება ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ მან დღეს, ტარიფების გადახედვამდე ერთი დღით ადრე განაცხადა.

"სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტმა დაასრულა აუდიტი. ყველა ძირითადი პარამეტრები ხელთ გვაქვს. კომისია იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და მიიღებს ობიექტურ და დაბალანსებულ გადაწყვეტილებას... გათვალისწინებული იქნება მხოლოდ აუცილებელი ხარჯები, რომელიც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდო უწყვეტი ენერგია", - თქვა ნარმანია.

ნარმანიას ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე განცხადება გაავრცელა "ენერგო პრო ჯორჯიამ" - კომპანიამ, რომელიც თბილისის გარდა, დანარჩენ საქართველოს აწვდის ელექტროენერგიას. კომპანიის დირექტორის თქმით, არსებული რეალობიდან გამომდინარე, დენის ტარიფის გაზრდა გარდაუვალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG