საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 2 012 ახალი შემთხვევიდან დიდი ნაწილი კვლავ თბილისიდანაა. რეგიონებიდან ყველაზე მეტი ინფიცირების მაჩვენებელი იმერეთშია.
რეგიონების მიხედვით ინფიცირებულთა მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:
- თბილისი - 837;
- აჭარა - 125;
- იმერეთი - 367;
- ქვემო ქართლი - 132;
- შიდა ქართლი - 144;
- გურია - 31;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 155;
- კახეთი - 147;
- მცხეთა-მთიანეთი - 34;
- სამცხე-ჯავახეთი - 28;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 224 155 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 638-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 208 951.
ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 25 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 443-მდე გაიზარდა.
დაწერეთ კომენტარი