Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რეპორტიორები უსაზღვრებოდ": 2020 წელს მსოფლიოში 50 ჟურნალისტი მოკლეს


მოკლული ჟურნალისტის დაკრძალვა ავღანეთის ქალაქ ნანგარჰარში.
მოკლული ჟურნალისტის დაკრძალვა ავღანეთის ქალაქ ნანგარჰარში.

2020 წელს 50 ჟურნალისტი იქნა მოკლული პროფესიული საქმიანობის გამო. ამ შემთხვევების უმრავლესობა (68%-ზე მეტი) მოხდა ქვეყნებში, სადაც არ არის სამხედრო კონფლიქტები. ამის შესახებ თავის ყოველწლიურ ანგარიშში იტყობინება საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“.

2016 წელს მედიის თანამშრომელთა სიკვდილის 58% მოხდა სამხედრო მოქმედებების ზონებში. წელს სასიკვდილო შემთხვევების მხოლოდ ერთი მესამედი მოხდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სირია, იემენი, ავღანეთი და ერაყი, სადაც გრძელდება სხვადასხვა ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტები, ნათქვამია ანგარიშში.

2020 წელს დაღუპულ ჟურნალისტთა 84% განზრახ არის მოკლული. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 63%-ს შეადგენდა. უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. დაღუპულ ჟურნალისტთა ყველაზე დიდი რაოდენობაა მექსიკაში (რვა ადამიანი), ინდოეთში (ოთხი ადამიანი), ფილიპინებსა (სამი ადამიანი) და ჰონდურასში (სამი ადამიანი).

ორი კვირის წინ „რეპორტიორებმა უსაზღვრებოდ“ გამოაქვეყნა ანგარიშის პირველი ნაწილი, რომელშიც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მთელ მსოფლიოში თითქმის 400 ჟურნალისტი იხდის პატიმრობას პროფესიული საქმიანობისთვის. ჟურნალისტთა ნახევარზე მეტი ხუთი ქვეყნის ციხეებშია. ესენია: ჩინეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ვიეტნამი და სირია. შარშანდელთან შედარებით 35%-ით გაიზარდა დაპატიმრებული ქალი ჟურნალისტების რიცხვი - 31-დან 42-მდე.

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ 1995 წლიდან აქვეყნებს ანგარიშებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG