Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალი მცხეთასა და რუსთავშიც გაძვირდა


სემეკის გადაწყვეტილებით, წყლის გაზრდილი ტარიფი 1 იანვრიდან, თბილისის მსგავსად, მცხეთასა და რუსთავშიც ამოქმედდება. გაზრდილია როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე, არასაყოფაცხყოვრებო წყლის ტარიფი.

მცხეთის წყლის საფასური

შპს "მცხეთის წყალი" კომპანია შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" შეურთდა და შესაბამისად, მცხეთაში თბილისის მსგავსი ტარიფი დადგინდა.

  • 1 მ3 წყლის ფასი 17 თეთრით გაძვირდა და 50 თეთრი გახდა;
  • "სულადობრივი" გადასახადი (გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის) 63 თეთრით გაიზარდა და 4,52 ლარი გახდა;
  • კომერციული ტარიფით, 1 მ3 ღირებულება თითქმის სამი ლარით გაიზარდა და 6,5 ლარი გახდა.

რუსთავის წყლის საფასური

  • 1 მ3 წყლის ფასი თითქმის 10 თეთრით გაიზარდა და 50 თეთრი გახდა;
  • "სულადობრივი" გადასახადი (გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის) 72 თეთრით გაიზარდა და 3 ლარი გახდა;
  • კომერციული ტარიფით, 1 მ3 ღირებულება მხოლოდ 6 თეთრით გაიზარდა და 3,7 ლარი გახდა.

"კომპანია არ ეთანხმება და შესაძლოა აღნიშნული ტარიფები გასაჩივრდეს კიდევაც, თუმცა სერიოზული ანალიზი ჩავატარეთ და მიგვაჩნია, რომ კომპანია ამ ტარიფით შეძლებს მოამარაგოს თბილისი, მცხეთა და რუსთავი უწყვეტი სასმელი წყლით", - განაცხადა კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა.

დღეს კომისიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, დენის საფასური გაზარდა თბილისსა და რეგიონებში და წყლის საფასური გაზარდა თბილისში.

XS
SM
MD
LG