Accessibility links

logo-print logo-print

პუტინმა ხელი მოაწერა შესწორებებს "უცხოეთის აგენტების" კანონში


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონმდებლობას, რომელიც, ადამიანის უფლებების დამცველების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესს.

კანონმდებლობა, რომელიც ძალაში 30 დეკემბერს შევიდა, მოიცავს შესწორებების სერიას "უცხოეთის აგენტების" შესახებ არსებულ, კამათის საგნად ქცეულ კანონში. ეს კანონი საშუალებას იძლევა, ინდივიდებს და საჯარო უწყებებს ეწოდოს უცხოეთის აგენტები, თუკი ჩაითვლება, რომ მათი პოლიტიკური მოქმედება "უცხო ქვეყნის ინტერესებს" შეესაბამება.

ორგანიზაციებს, რომლებსაც ეს სტატუსი მიენიჭებათ, დაევალებათ თავიანთი სამუშაოს შესახებ ანგარიშების წარდგენა და ფინანსური აუდიტის ჩატარება. "უცხოეთის აგენტად" მიჩნევის საფუძველი შეიძლება გახდეს აქციების და პოლიტიკური დებატების ჩატარება, სახელმწიფოს პოლიტიკაზე მოსაზრებების გამოთქმა, მოქმედება, რომელიც არჩევნებზე ან რეფერენდუმზე კონკრეტულ შედეგს უჭერს მხარს, არჩევნებზე დამკვირვებლად ან პოლიტიკურ პარტიებში მონაწილეობა, თუკი ეს ნაბიჯები უცხოეთის უწყების ინტერესებში შედის.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეშენალი" კანონმდებლობას მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის "მნიშვნელოვნად ზღუდავს და ზიანს აყენებს არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების იმ ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, არამედ ბევრ სხვა ჯგუფსაც".

კრემლის კრიტიკოსების თქმით, "უცხოეთის აგენტის" კანონს, რომელიც პირველად 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ შესწორებებით გააფართოვეს, განურჩევლად იყენებენ საიმისოდ, რომ მიზანში ამოიღონ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, უფლებადამცველები და პოლიტიკური აქტივისტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG